მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთმა ეუთოს სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა

რუსეთის დროშა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებიც ორგანიზაციის მომდევნო სესიას უნდა დასწრებოდნენ, ბრიტანეთის ვიზებზე უარი ეთქვათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

დელეგაციის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა გაასაჯაროვა.

„სამწუხაროდ, მივიღეთ არსებითად აღმაშფოთებელი პასუხი, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ვერ გასცემს ვიზებს რუსეთის დელეგაციაზე, რა მიზნითაც არ უნდა სტუმრობდნენ ქვეყანას“, - აღნიშნა ვლადიმერ ჯაბაროვმა.

მან დასძინა, რომ რუსეთი არ აღიარებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გადაწყვეტილებებს, რომელშიც რუსეთის დელეგაციის წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

ამასთან, სენატორმა განაცხადა, რომ ასამბლეის მომდევნო სესიაზე, რომელიც 2-დან 6 ივლისს ბირმინგემში გაიმართება, არის შესაძლებლობა დადგეს რუსეთის ასამბლეიდან გარიცხვის საკითხი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ლუგანსკში ნამდვილად რთული მდგომარეობაა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსეთის არმიაში „წმენდა“ გრძელდება უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო - ISW

👉 დასავლეთი სასურსათო კრიზისის პროვოკატორია - მარია ზახაროვა

👉 ომის დაწყებიდან დღემდე 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - არესტოვიჩი

👉 რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება შეიძლება, სუვალკის დერეფანში მოხდეს - Politico