მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტი ანგრევს ხიდებს სევერსკის დონეცზე - ISW

ხიდების აფეთქება

რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ორი ხიდი სევერსკი დონეცის გასწვრივ, როდესაც ცდილობდნენ მის გადალახვას, - ამის შესახებ ომის კვლევების ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ სახმელეთო იერიშებს სევეროდონეცკში და მის მიდამოებში მძიმე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ 12 ივნისის მდგომარეობით  ვერ დაამყარეს სრული კონტროლი ქალაქზე.

ამავდროულად, რუსული ჯარების მორიგი მცდელობა ტოშკივკაზე თავდასხმის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ანალიტიკოსების ცნობით, დამპყრობლებმა გაანადგურეს ორი ხიდი მდინარე სევერსკი დონეცზე სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ახორციელებენ მასიურ დაბომბვას.

„რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ხიდი, რადგან მათ უჭირთ მდინარე სევერსკი დონეცკის გადალახვა. მათ შეიძლება, იმედი ჰქონდეთ, რომ ჩაკეტავენ უკრაინელ დამცველებს სევეროდონეცკში“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფები, არტილერიის გამოყენებით, ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

👉 სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 22 რუსი გაანეიტრალეს და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

👉 კრემლმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები გააძლიერა - ენტონი ბლინკენი

👉 გახდება თუ არა სევეროდონეცკში მდებარე აზოტის ქარხანა მეორე აზოვსტალი? - სამხედრო ექსპერტის განმარტება 

👉 რუსეთი დომინირებს შეიარაღებაში და იწყებს ომში წარმატების მიღწევას - Washington Post