მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომში ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიიმირ ზელენსკი

„ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის მესამე წლისთავთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, ომი უკრაინას არ დაუწყია, მაგრამ უნდა დაასრულოს. 

„ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ უნდა დავასრულოთ. დღეს შემიძლია, გავიმეორო ეს სიტყვები, მაგრამ სხვა აზრი აქვს. მეგონა, რომ დასრულება დიალოგით იყო შესაძლებელი. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა დიალოგი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ტერმინი, რომ ამ დიალოგში შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვასა და გადაწყვეტილებაზე რუსეთის მხრიდან პასუხის პოვნა.

ეს ახლა ავტომობილს ჰგავს, არა ელექტრომანქანას, არამედ ჰიბრიდს. ამიტომაც არის ომი ასეთი რთული. გამარჯვებაც რთული იქნება. ის იქნება სისხლიანი, თუმცა ბრძოლით მოპოვებული, დასასრული კი ნამდვილად დიპლომატიური იქნება“, - აცხადებს ზელენსკი. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არის რაღაცები, რაც მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება გადაწყდეს.

ამავე თემაზე: 

➖   ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს აჩერებენ

➖  პოლონეთმა უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა გადასცა

➖  ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე 1 მილიონზე მეტი უკრაინელის დეპორტაცია განახორციელეს - ლუდმილა დენისოვა

➖ 1 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა - ტორნადო მიჩიგანის შტატში

➖  ომის ახალი ეტაპი იწყება, კონტრშეტევა - მიხაილო პოდოლიაკი