მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთმა უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა გადასცა

პოლონეთის დროშა

პოლონეთმა უკრაინას  მოიერიშე თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების უზარმაზარი მარაგი და საბრძოლო მასალა გადასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

გამოცემა წერს, რომ ომის დაწყებიდანვე უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავებით დახმარება სთხოვა. თავდაპირველად საუბარი იყო საბჭოთა MiG-29-ის გადაცემის შესაძლებლობაზე, რომლებიც ემსახურებოდნენ პოლონეთის, სლოვაკეთის და ბულგარეთის არმიებს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთმა MiG-29 თვითმფრინავის თითქმის ყველა სათადარიგო ნაწილი და იარაღი უკრაინას გადასცა. ამის წყალობით უკრაინამ შეძლო არსებული საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენა.

ახლახან უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა მიმართა ნატოს თხოვნით, რომ უკრაინელ პილოტებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაეტარებინა. 

რეზნიკოვმა დასძინა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

➖  ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე 1 მილიონზე მეტი უკრაინელის დეპორტაცია განახორციელეს - ლუდმილა დენისოვა

➖ 1 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა - ტორნადო მიჩიგანის შტატში

➖  ომის ახალი ეტაპი იწყება, კონტრშეტევა - მიხაილო პოდოლიაკი

➖ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ ის არ დანებდება - ბენ ჰოჯესი