მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაველ კირილენკო რუსების მიერ ბახმუტის შესაძლო აღების სცენარს არ გამორიცხავს

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ არ გამორიცხა არავითარი სცენარი რუსული ჯარების მიერ ბახმუტის (დონეცკის ოლქი) შესაძლო ოკუპაციის შესახებ.

ოფიციალური პირის თქმით, ახლა უკრაინის მთავრობა და შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ ქალაქის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ არანაირ სცენარს. ყველა სამხედრო თავდაცვის ხაზზე იმყოფება. და მიიღება ყველა ზომა, რომ ეს არ მოხდეს. ახლა ბახმუტი მყარად დგას. უკრაინული ჯარებისთვის სამშობლოსა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო სარდლობა უკრაინელებს არ გაწირავს მოჩვენებითი მიზნების მისაღწევად, როგორც ამას რუსეთი აკეთებს“, - აღნიშნა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ადრე ბახმუტის აღება 2022 წლის სექტემბრისთვის ჰქონდა განზრახული, ახლა კი შეტევას 2023 წლის მარტისთვის ვარაუდობენ.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია ოკუპანტია შესაძლებლობების გათვალისწინება, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია არსებული რეალობის გააზრება.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამცველების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ,  არავინ გამოიყენებს დამცველებს ქვემეხის საკვებად. ახლა ბახმუტი უძლებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ოკუპანტს რაც შეიძლება მეტი ზიანი მივაყენოთ“, - აღნიშნა კირილენკომ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი ჩქარობს შეტევის დაწყებას, სურს, რომ დასავლური იარაღის გამოჩენას დაასწროს - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ომის მიმდინარეობაზე უახლოეს კვირებში - ბრიტანული დაზვერვა

👉„რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს“ - ოლექსი დანილოვი

👉 მზად არის თუ არა პუტინი რეალურად გაჭიანურებული ომისთვის? - ISW-ს ანალიტიკოსების შეფასება

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ევგენი პრიგოჟინი