მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდა - ტყვე

პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში გეგმავდა

ერთ-ერთი რუსი ოკუპანტი, რომელიც თავისი ნებით ჩაჰბარდა, ამბობს, რომ პუტინი სამ დღეში უკრაინის აღებას  გეგმავდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„პუტინი სამ დღეში უკრაინის აღებას ელოდა. სამი დღის სამყოფი წყალი და საკვები მივიღეთ. სამ დღეში უკან უნდა დავბრუნებულიყავით “, - ამბობს რუსი სამხედრო. 

მისი თქმით, სამხედროებს ტელეფონები და საბუთები წაართვეს. ოჯახთან შეხება არ ყოფილა.

რუსი სამხედროები ნებაყოფლობით ჩაჰბარდნენ  ტერიტორიულ დაცვას. პირველადი სამედიცინო დახმარება უკრაინელებისგან მიიღეს.

ოკუპანტმა მოუწოდა რუსებს, შეწყვიტონ ომი, გააპროტესტონ და არ დაიჯერონ რუსული პროპაგანდა. მან მებრძოლებს დანებება ურჩია.

იხილეთ აგრეთვე:

📣 საბრძოლო მასალა სათამაშოში - კიევში 5 დივერსანტი დააკავეს (ფოტოები)

📣 კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს

📣 2 000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგად

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს