მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარების ფაქტზე უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ფეისბუკში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ დაწერა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომლითაც ქვეყნის საზღვრების შეცვლა და ამისკენ მოწოდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იკრძალება.

„უკრაინელი პროკურორები ამ საქმეს „სრული პროგრამით“ მიხედავენ. ამ დახურული კლუბის წევრებისთვის საზღვარგარეთ შოპინგზე წასვლა ბევრად რთული გახდება - ამას გპირდებით“.

ვენედიქტოვას თქმით, ის არსებული მდგომარეობის ემოციურად კომენტირებას არ აპირებს და კანონი ავალდებულებს პროკურორის ოფისს „მომხდარ დანაშაულზე რეაგირება მოახდინოს და ამ საქმის მიმდინარეობაზე პასუხი აგოს“.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის რეგულარული  შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ბოევიკებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაბომბეს, არის მსხვერპლი

🔴  გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უპასუხოდ არ დარჩება

🔴  რუსული სამხედრო ტექნიკა დონეცკის შემოგარენში შენიშნეს - „როიტერი“ (ვიდეო)

🔴  „დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლად ცნობა საჭიროებს სწრაფ და მტკიცე პასუხს“ - ენტონი ბლინკენი

🔴  „რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას“ - თურქეთის საგარეო უწყება

🔴  „პუტინი ომის საბაბს ქმნის“ - ლინდა თომას-გრინფილდი

🔴  ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ - თეთრი სახლი

🔴  უკრაინის საზღვრები დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა - ზელენსკი