მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას“ - თურქეთის საგარეო უწყება

თურქეთის საგარეო უწყება

თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს,  ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას.

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისადმი და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, იმოქმედონ საღი აზრით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, -  აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო. პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

ამავე თემაზე: 

📎 ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება ბაიდენთან განიხილა

📎„პუტინი ომის საბაბს ქმნის“ - ლინდა თომას-გრინფილდი

📎უკრაინის საზღვრები დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა - ზელენსკი

📎 „მივიღე გადაწყვეტილება, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა“ - ვლადიმერ პუტინი

📎 შარლ მიშელი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება

📎 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

📎 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?