მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდება - რიში სუნაკი

ბრიტანეთის პრემიერი

უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე სუნაკმა აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მას საუკეთესო პოზიცია ჰქონდეს ამ მოლაპარაკებების გასამართად.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა არ არის ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო და დაადასტურა ვალდებულება უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიოს, რათა მათ ბრძოლის ველზე უპირატესობა ჰქონდეთ.

„რა თქმა უნდა, ეს [ომი] დასრულდება, როგორც ყველა კონფლიქტი, მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ეს იქნება უკრაინის გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მათ საუკეთესო პოზიცია ჰქონდეთ, რათა ეს მოლაპარაკებები გამართონ შესაბამის მომენტში. მაგრამ ამ მომენტში პრიორიტეტი უნდა იყოს მათთვის რესურსების მიწოდება და მხარდაჭერა, რაც მათ სჭირდებათ წინსვლისა და ბრძოლის ველზე უპირატესობის შესაქმნელად“, - დასძინა რიში სუნაკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბახმუტის მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა - RBC-Ukraine

👉 პუტინი გააგრძელებს ომს უკრაინაში წლების განმავლობაში - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

👉 ბახმუტის დაცვა ომში ჩართული ორივე მხარის ძალას ასუსტებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, დაკარგოს „ვაგნერის“ ყველა ელიტური ქვედანაყოფი ბახმუტთან - ISW

👉 ნატოს შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - CNN