მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის დაზვერვის აზრით, რუსეთთან დაკავშირებული პირები მოლდოვაში აჯანყების გამოწვევას ცდილობენ

პენტაგონის პრესმდივანი

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებული პირები, მოლდოვაში საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ, რათა ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი აჯანყება გააღვივონ, რომლის საბოლოო მიზანი პრორუსული ხელისუფლების დასმა იქნება, - ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

კირბის განცხადებით, რუსეთი მოლდოვის ხელისუფლების შესუსტებაზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

აშშ, ასევე, ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული აქტორები შესაძლოა, ანტისამთავრობო დემონსტრანტებს ამზადებენ. ბოლო რამდენიმე კვირაში კიშინიოვში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა, რომელსაც პრორუსული პარტია „შორი“ ატარებს.

ბაიდენის ადმინისტრაციაში, ასევე, მიაჩნიათ, რომ მოსკოვი ცდილობს, მოლდოვის სტაბილურობის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელოს. ერთ-ერთი მაგალითია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, თითქოს უკრაინა დნესტრისპირეთში აპირებდა შეჭრას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბახმუტის მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა - RBC-Ukraine

👉 პუტინი გააგრძელებს ომს უკრაინაში წლების განმავლობაში - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

👉 ბახმუტის დაცვა ომში ჩართული ორივე მხარის ძალას ასუსტებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, დაკარგოს „ვაგნერის“ ყველა ელიტური ქვედანაყოფი ბახმუტთან - ISW

👉 ნატოს შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - CNN