მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბახმუტის მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა - RBC-Ukraine

ბახმუტი

ბახმუტის მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა. იქ რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ თავდასხმებს, - ამის შესახებ RBC-Ukraine ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება

დაზვერვის ცნობით, დამპყრობლები ძირითად ძალისხმევას ახორციელებენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე ბახმუტის, ავდიივკას, კუპიანსკის, ლიმანისა და შახტარის მიმართულებებზე. მხოლოდ გასულ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა ამ მიმართულებით მტრის 102 თავდასხმა მოიგერიეს.

„ოკუპანტები ყოველდღიურად ცდილობენ იპოვონ სუსტი წერტილი ლუგანსკის რეგიონის დაცვაში, მაგრამ მათი ქმედება წარუმატებლად მთავრდება. რუსული ჯარების მხრიდან არანაირი გარღვევა არ არის. დამპყრობლები თავს იცავენ ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით“, - აცხადებენ უწყებაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი გააგრძელებს ომს უკრაინაში წლების განმავლობაში - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

👉 ბახმუტის დაცვა ომში ჩართული ორივე მხარის ძალას ასუსტებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 ბახმუტის აღება რუსულ ჯარებს სხვა ქალაქებისკენაც გაუხსნის გზას - ზელენსკი

👉 რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, დაკარგოს „ვაგნერის“ ყველა ელიტური ქვედანაყოფი ბახმუტთან - ISW

👉 ნატოს შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - CNN