მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა“ - ალექსეი არესტოვიჩი

 პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა. ბუჩას მსგავსი სისასტიკე ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე ხდება.

„„ჯერჯერობით საკითხი უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ წმინდა გენოციდს ეწევა. სხვათა შორის, გაეროს საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეს სწორედ რუსეთის გენოციდად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ასე ჰქვია საქმეს და არა სხვანაირად“, - აღნიშნა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.

მისი თქმით, გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი ხერსონის მიმართულებით.

„მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. ჯერ რომელ „ძმობაზე“ შეიძლება, ვისაუბროთ? თუნდაც ურთიერთობების აღდგენა მოხდეს ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ  ეს ძალიან შორეული ამბავია. ახლა კი ჩვენი ამოცანაა გადარჩენა“, - დასძინა არესტოვიჩმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რატომ ვერ ბედავს პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას? - რუსი მეცნიერის განმარტება

✔️სჯობს მოკვდეს - პუტინის გარემოცვას მისი სიკვდილი სურს

✔️„ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასრულების ნიშნებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️  რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში უკრაინის მხარეს მებრძოლი ხორვატიის მოქალაქე დააკავეს

✔️ აშშ-მა პასუხი უნდა აგოს კიევის „რეჟიმის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე - ვიაჩესლავ ვოლოდინი