მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და ივანკოვოში იმყოფება“ - ანტონ გერაშჩენკო

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და ივანკოვოში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამში წერს. 

გერაშჩენკოს თქმით, კადიროვი სარდაფში იმალება. ის ჩეჩნეთის ლიდერს მოუწოდებს, გამოჩნდეს და სარდაფში ვირთხასავით არ დაიმალოს.

„ტყუილად არ მოვუწოდე კადიროვს, ჩასულიყო უკრაინაში. მაგრამ, რამზან, ასე არ შევთანხმებულვართ. არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვის სარდაფში. ჩაჯექი ტანკში და შტურმით კიევისკენ...“, - განაცხადა გერაშჩენკომ. 

ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი უკრაინაში იმყოფება, არ არსებობს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ ჩერნიგოვში უკრაინელებმა კიევისკენ მიმავალი რუსული სატანკო კოლონა გაანადგურეს

✔️ ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის - თურქული მხარე

✔️ მელიტოპოლში რუსებმა მერის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს

✔️ კიევი ბლოკადისთვის მზადაა - უკრაინული მედია

✔️ 🎥მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა კომენდანტის საათი დააწესეს და ხალხს ქუჩაში გასვლას უკრძალავენ

✔️ მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 6 ტანკი გაანადგურეს და 12 სამხედრო ტყვედ აიყვანეს

✔️ „რუსული ჯარები უკრაინასთან ომში 1500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს“ - უკრაინის გენშტაბი