მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელიტოპოლში რუსებმა მერის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს

გალინა დანილჩენკო

მელიტოპოლის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც გენერალურ პროკურორს ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით მიმართეს. ისინი ითხოვენ, სახელმწიფო ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ამის შესახებ pravda.com წერს.

„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები ცდილობენ, უკანონოდ შექმნან საოკუპაციო ადმინისტრაცია ქალაქ მელიტოპოლისთვის. ამ მიზნით ოკუპანტებმა მერის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადეს მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან“ გალინა დანილჩენკო“, - ვკითხულობთ მელიტოპოლის საკრებულოს განცხადებაში.

საქალაქო დეპუტატები ირინა ვენედიქტოვას მოუწოდებენ, დაიწყოს დანილჩენკოსა და მისი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს.

შეგახსენებთ, 11 მარტს რუსი სამხედროების 10 კაციანმა ჯგუფმა მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ კიევი ბლოკადისთვის მზადაა - უკრაინული მედია

✔️ 🎥მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა კომენდანტის საათი დააწესეს და ხალხს ქუჩაში გასვლას უკრძალავენ

✔️ მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 6 ტანკი გაანადგურეს და 12 სამხედრო ტყვედ აიყვანეს

✔️ ლვოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად 9 გმირი დაიღუპა, დაშავდა ათობით ადამიანი

✔️ რუსებმა დნეპროუდნის მერი გაიტაცეს - მერის გატაცების მეორე შემთხვევა

✔️ განადგურებულია რუსების 1 226 ჯავშანტექნიკა, 374 ტანკი, 12 000-ზე მეტი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი

✔️ „რუსული ჯარები უკრაინასთან ომში 1500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს“ - უკრაინის გენშტაბი

✔️ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მონასტერი დაბომბეს

✔️ რუსებმა ლვოვში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე 8 რაკეტა გაისროლეს