მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის - თურქული მხარე

ზელენსკი, პუტინი

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის“, - აღნიშნულის შესახებ კრემლის ხელმძღვანელმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ RBC-Ukraine თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს პრესკონფერენციაზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ ვზრუნავთ ლიდერთა შეხვედრის მოწყობაზე. ომის დაწყებამდეც გვქონდა ასეთი ძალისხმევა. პუტინმა ჩვენს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი ასეთი შეხვედრის. უკრაინული მხარეც მზად არის“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც განაცხადა, რომ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრა შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს.

„ორ-სამ დღეში არა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ვეცდებით, რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მანამდე, RBC-Ukraine წერდა, რომ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, იბრაჰიმ კალინის აზრით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში შედგეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ მელიტოპოლში რუსებმა მერის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს

✔️ კიევი ბლოკადისთვის მზადაა - უკრაინული მედია

✔️ 🎥მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა კომენდანტის საათი დააწესეს და ხალხს ქუჩაში გასვლას უკრძალავენ

✔️ მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 6 ტანკი გაანადგურეს და 12 სამხედრო ტყვედ აიყვანეს

✔️ ლვოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად 9 გმირი დაიღუპა, დაშავდა ათობით ადამიანი

✔️ რუსებმა დნეპროუდნის მერი გაიტაცეს - მერის გატაცების მეორე შემთხვევა

✔️ განადგურებულია რუსების 1 226 ჯავშანტექნიკა, 374 ტანკი, 12 000-ზე მეტი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი

✔️ „რუსული ჯარები უკრაინასთან ომში 1500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს“ - უკრაინის გენშტაბი