მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არის დონბასი პუტინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

კიევის დაკავებისა და უკრაინის „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციის“ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ მათი ახალი მიზანი დონბასის „სრული განთავისუფლებაა“.

დონბასში პუტინი, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს გულისხმობს, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მნიშვნელოვანი ტერიტორია 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ დაიკავეს.

დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი დონბასში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაორმაგებას ან გასამმაგებას ელოდებიან.

სატელიტურ სურათებზე უკვე ჩანს, რომ რუსული ძალების დაგროვება უკრაინის საზღვართან ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში მიმდინარეობს.

როდესაც პუტინი საუბრობს დონბასზე, ის გულისხმობს უკრაინის ნახშირისა და ფოლადის მწარმოებელ ძველ ზონას, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარია. 

გარდა ამისა, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი მარიუპოლი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ალყაშია, უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქია, რომლის დაუფლებაც პუტინს ნამდვილად სურს. 

და ბოლოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც დონბასის დაკავების შემთხვევაში ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით გაჩნდება. 

რუსეთის ლიდერმა არაერთხელ წამოაყენა უსაფუძვლო ბრალდება, რომ უკრაინამ აღმოსავლეთში „გენოციდი“ განახორციელა და ომიც სწორედ ამ მიზეზით დაიწყო. 

ომამდე აღმოსავლეთ ოლქების ორი მესამედი უკრაინელთა ხელში იყო, დანარჩენს კი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. ჯერჯერობით უკრაინელი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ფრონტის ხაზს წარმატებით აკონტროლებენ. 

პუტინის თავდაპირველი მიზანი, კიევის აღება, ფაქტია, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა მისთვის „გამარჯვების“ მიღწევის ერთადერთი გზა დონბასის დაკავებაა, რადგან თუ ეს 9 მაისამდე მოხდება, მას შეეძლება, რომ ნაცისტური გერმანიის დამარცხების დღესთან ერთად უკრაინასთან ომში მიღწეული „წარმატებაც“ აღნიშნოს.  

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 კიევი: მიმდინარეობს ექსჰუმაცია - ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ამოხოცეს

👉 ზელენსკი: ბუჩას შემდეგაც კი, ევროკავშირი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს არ აწესებს

👉 CNN: რუსული სამხედრო კოლონა დონბასისკენ მიემართება

👉 ლატვია ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტს წყვეტს და ქვეყანაში თხევადი გაზის ტერმინალს აშენებს

👉 რუსებმა სავარაუდოდ, უკრაინაში ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს - უკრაინის თავდაცვა

👉 დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე გამოძიებას აწარმოებს

👉 Nokia რუსეთის ბაზარზე საქმიანობას აჩერებს