მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“ - NYT

საქართველოს საზღვარი

„როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The New York Times, სადაც საქართველოზეა საუბარი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველდღე საქართველოში რუსეთთან საზღვართან სატვირთო მანქანების რიგები დგას. ისინი მანქანის ნაწილებით, სამრეწველო მასალებით და სხვადასხვა პროდუქტით დატვირთულები დღეების განმავლობაში ელოდებიან საზღვრის გადაკვეთას და იმ მგზავრობის დასრულებას, რომელიც ჩვეულებრივ თურქეთიდან იწყება და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში სრულდება.

„უკრაინის ომმა რუსეთის სავაჭრო კავშირები ევროპასთან მოულოდნელად გაწყვიტა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა ადაპტირება და იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის. ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 3,6 მილიონიანი მოსახლეობით, რომელმაც საკუთარი მტკივნეული ომი გადაიტანა მოსკოვთან 2008 წელს - რუსეთსა და გარე სამყაროს შორის მოსახერხებელ ლოგისტიკური არხად ჩამოყალიბდა“, - ნათქვამია სტატიაში. 

ამასთან, სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ საქონლის შეძენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით, რუსეთს დაეხმარა, უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შტორმი გადაეტანა.

„საქონლის შეძენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების, მაგალითად სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით, რუსეთს უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ქარიშხლის გადალახვაში დაეხმარა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები ბუნდოვანია, აშკარა კოლაფსი, რომელიც ზოგიერთმა ეკონომისტმა იწინასწარმეტყველა დასავლეთის სანქციების პირობებში, არ შედგა.

შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად ექვემდებარება საქართველოზე გადასასვლელი ევროპული ტვირთი ევროკავშირის სანქციებს, მაგრამ რუსეთთან ვაჭრობის მხრივ საქართველოს, როგორც მთავარი რგოლის გამოჩენა, ხაზს უსვამს პოტენციურ ხარვეზს ევროკავშირის სანქციების პოლიტიკაში“, - აღნიშნულია სტატიაში. 

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს თურქეთამდე ყველაზე სწრაფი სახმელეთო მარშრუტი აქვს, რაც რუსეთისთვის დასავლეთთან ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო კავშირად იქცა.

სტატიაში მოყვანილია TBC Capital-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი სამჯერ გაიზარდა და მისი დიდი ნაწილი საქართველოს გზებზე მოძრაობდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კრემინაზე და სამხრეთში დარტყმის გეგმების წარუმატებლობა ამინდის გამო - საბრძოლო რუკები

✔️ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება - უკრაინის დაზვერვა

✔️ შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ კონტრშეტევას ზამთარში, ოკუპანტები კი ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის ემზადებიან - ISW

✔️ ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშაა - სერგეი გაიდაი

✔️ რუსეთი ვერ შეძლებს არმიის სწრაფად რეფორმირებას, ამის გაკეთება შეუძლებელია - ამერიკელი ანალიტიკოსები