მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ვერ შეძლებს არმიის სწრაფად რეფორმირებას, ამის გაკეთება შეუძლებელია - ამერიკელი ანალიტიკოსები

მელიტოპოლში 70-მა რუსმა სამხედრომ არეულობა მოაწყო

რუსეთის ხელმძღვანელობას სურს სასწრაფოდ გაატაროს მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმები, მაგრამ ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს

ომის  შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმებისთვის ემზადება.

ამგვარად, 12 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს არმიის 1,5 მილიონამდე გაზრდას.

„რუსეთის ხელმძღვანელობას სურს სასწრაფოდ გაატაროს მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმები, მაგრამ ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ამის სწრაფად გაკეთება არათუ რთული, არამედ შეუძლებელი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, უკრაინაში საოკუპაციო არმიის კატასტროფულმა დანაკარგებმა აიძულა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეცხადებინა რეზერვში სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია.

„უმაღლესი სამეთაურო სტრუქტურების რესტრუქტურიზაცია, 2023 წელს სამხედრო ბაზის გაფართოების მცდელობებთან ერთად, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია ქმნის პირობებს გრძელვადიანი კოორდინირებული ძალისხმევისთვის უკრაინაში“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება - უკრაინის დაზვერვა

✔️ შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ კონტრშეტევას ზამთარში, ოკუპანტები კი ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის ემზადებიან - ISW

✔️ ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშაა - სერგეი გაიდაი

✔️ პუტინის და პრიგოჟინის ნაბიჯები ეს არის სტალინური ნაბიჯების უნიჭო მიბაძვა, ის, რაც სტალინს გასდიოდა, პუტინს არ გაუვა - ლაშა ბერიძე

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიწევენ კრემინაიასკენ, ხოლო ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტი ალყაში მოაქციონ - საბრძოლო რუკა