მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორც ჩანს, პუტინი მზად არ არის უკრაინასთან კომპრომისებზე - reuters

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არ არის, უკრაინაში ომის დასასრულებლად კომპრომისზე წავიდეს. ამის შესახებ reuters წერს.

„ყველაფერი, რაც მე ვნახე, არის ის, რომ მას არ სურს კომპრომისზე წასვლა ამ ეტაპზე“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა როიტერსს ანონიმურობის პირობის დაცვით. 

მან, ასევე, დაამატა, რომ არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, რამდენად შორს წავა შეერთებული შტატები რუსეთისთვის უკრაინაში ომის დასრულების გზების შეთავაზებით.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რაც სურდა, იმის საპირისპირო მიიღო. რადგან მას ნამდვილად ეგონა, რომ უკრაინელები მის ჯარებს თავიანთ მიწაზე მიესალმებოდნენ.

დღესვე, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი გარღვევის შანსები, რომლებიც უნდა გაიმართოს სტამბოლში 29-30 მარტს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ნეიტრალური სტატუსი მიიღოს, როგორც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, მაგრამ ასეთი შეთანხმება უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და რეფერენდუმზე გატანილი.

ზელენსკიმ გამორიცხა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ძალით აღდგენის მცდელობა და განაცხადა, რომ ეს გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს და თქვა, რომ მას სურს, მიაღწიოს „კომპრომისს“ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები 2014 წლიდან ფლობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ეს ხალხი საბრძოლველად კიდევ რამდენიმე წლით ემზადება“ - რუსი მილიარდერი

👉 რუსეთმა „არამეგობრული“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის შესაძლოა, სავიზო ზომები მიიღოს - სერგეი ლავროვი

👉 დონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

👉 „მათ რუსეთის ეშინიათ“ - ზელენსკიმ მაკრონი გააკრიტიკა

👉 მარიუპოლში დაახლოებით 5000 ადამიანი დაიღუპა - ალყის 27 დღე და განადგურებული ქალაქი

👉 „ჩვენი ირპენი გათავისუფლდა რუსი ნაძირლებისგან“ - ირპენის მერი

👉 რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, რომელიც უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, მოწამლეს

👉 „დამპყრობლების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი გარდაცვლილი იპოვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსმა ოპოზიციონერმა პუტინის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა - პუტინს არაფრის „გადახედვა“ არ სურს