მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და თბილი ტანსაცმლის დეფიციტი აქვთ - პენტაგონი

რუსი სამხედროები

პენტაგონის განცხადებით, რუსი სამხედროები კვლავ განიცდიან საწვავის დეფიციტს, რასაც საკვებისა და თბილი ტანსაცმლის არ ქონა დაემატა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ისაუბრა.

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში შეჭრილ რუს ჯარებს არ გააჩნიათ საბრძოლო მასალა, რაც დამატებითი პრობლემაა საწვავის და სურსათის დეფიციტის ფონზე.

„ჩვენ უკვე ვხედავთ  პრობლემებს მარაგთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ერთი თვეა მიმდინარეობს „ისეთი მასშტაბის ოპერაცია, რომელიც რუსებს არასოდეს ჩაუტარებიათ“, მათ უკვე სასწრაფოდ სჭირდებათ საბრძოლო მასალისა და მარაგის შევსება. 

„27-ე დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მათ კვლავ აქვთ პრობლემები საწვავთან, საკვებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში რუსული ხომალდებიც კი განიცდიან საწვავის დეფიციტს.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ გარკვეული ნიშნები იმისა, რომ რუს სამხედროებს თბილი ტანსაცმელი არ აქვთ“, - დასძინა კირბიმ.

პენტაგონის სპიკერმა, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმაში პუტინმა ჩართო ყველა არსებული ბატალიონისა და ტაქტიკური ჯგუფის დაახლოებით 75%.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე, თქვა, რომ სამშაბათის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში 1100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამასთან დაკავშირებით, პენტაგონის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები „არა მხოლოდ კარგად იცავენ“ საკუთარ ქვეყანას, არამედ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასაც ახერხებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 „პუტინის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

📢 კრემლის განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სახიფათოა - პენტაგონი

📢 უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა - ანტონიო გუტერეში

📢 კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა