მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები „აზოვსტალს“ უშედეგოდ უტევენ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

„აზოვსტალი“

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რუსები წარმატებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ. 

„მარიუპოლში „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ჩვენი დანაყოფების განადგურების მცდელობები გრძელდება. ზოგიერთ რაიონში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა ქარხნის კონტროლის მიზნით, შეტევა განაახლა, თუმცა უშედეგოდ. 

რუსული ჯარების სარდლობა ცდილობს გაზარდოს შეტევის ტემპი აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა მიაღწიოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს, ასევე განავითაროს შეტევა ზაპოროჟიესა და კრივოი-როგის ოლქებში. ამისათვის მტერი ცდილობს ზარალი მიაყენოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, გადააჯგუფოს და გააძლიეროს თავისი ჯარები.

მტერმა, ასევე, უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, სარაკეტო იერიშები და დაბომბვები გააძლიერა.

ხარკოვში საჰაერო დარტყმები და საარტილერიო დაბომბვა გრძელდება.

რუსმა დამპყრობლებმა ბელგოროდის ოლქში განალაგეს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 36-ე სამხედრო არმიის დამხმარე სამეთაურო პუნქტი.

იზიუმის მიმართულებით მტერი ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას და შეტევითი ოპერაციების ჩატარებას იზიუმ-ბარვინკოვის მიმართულებით. 

დონეცკის მიმართულებით მტერი უტევს ლიმანის, ორიხოვეს, პოპასნაიას, ველიკა ნოვოსილკას, გულიაიპოლეს, კომიშუვახასა და ორეხოვის დასახლებებს.

სევეროდონეცკის მიმართულებით დამპყრობლებმა შეტევა დაიწყეს ვოევოდივკას დასახლების მიმართულებით, მაგრამ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა.

მტერი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ავდიივკას, მარიუპოლის, სევეროდონეცკის, კრამატორსკისა და გულიაიპოლეს დასახლებებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა

📢 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 40 კილომეტრით უკან დახიეს რუსული ჯარები - ჟურნალისტი

📢 „რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და უფრო ფრთხილად მოქმედებენ“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

📢 „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ

📢 „უნგრეთი ევროკავშირში რუსული ნავთობის აკრძალვის წინადადებას ვეტოს დაადებს“ - უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი