მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნგრეთი ევროკავშირში რუსული ნავთობის აკრძალვის წინადადებას ვეტოს დაადებს“ - უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის წინადადებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უნგრეთი ვეტოს დაადებს. 

მისი თქმით, ეს წინადადება მიუღებელია და უნგრეთის ეკონომიკას გაანადგურებს.

„მათ ზუსტად იციან, რასაც გვთავაზობენ, ეს ეწინააღმდეგება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, უნგრეთის ეკონომიკას მთლიანად დავანგრევთ“, - განაცხადა კოვაჩმა.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის კომენტარი ევროკავშირის წინადადებას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან მას მხარი გაერთიანების 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ

👉„აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები „საიმედო ბლოკადაში არიან“ - სერგეი შოიგუ

👉პუტინი „დენაციფიკაციაზე“ უარს ამბობს, რადგან ეს რუსებს არ ესმის - გამომძიებელი ჟურნალისტები

👉უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატოს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება - სერგეი შოიგუ

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა