მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები სევეროდონეცკში შეღწევას ოთხი მხრიდან ცდილობდნენ, თუმცა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს - გაიდაი

რუსები სევეროდონეცკში შეღწევას ოთხი მხრიდან ცდილობდნენ, თუმცა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს

რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკში შეღწევას ცდილობდნენ, თუმცა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„რუსებმა სცადეს სევეროდონეცკში შეჭრა ოთხივე მხრიდან, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს და უკან დაიხიეს. მტერმა განახორციელა შეტევითი ოპერაციები ოსკოლონივკას, პურდივკას, შცედრიშჩევოსა და სმოლიანინოვოს რაიონებში. 

საცხოვრებელი უბნების საარტილერიო დაბომბვა გრძელდება. დაზარალდა თითქმის ყველა კონტროლირებადი დასახლება. სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის, მატარებლის სადგურთან ახლოს დანგრეულია ხიდი. გუშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ტექნიკას სურათებს უღებდნენ“, - აღნიშნა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გაიდაიმ, ასევე აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში დღის განმავლობაში დაზიანდა შვიდი სახლი, ხოლო ლისიჩანსკში ხუთი სახლი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი ემზადება ხერსონის ოლქის დასაკავებლად - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერად დაარტყეს ოკუპანტებს - განადგურდა მინიმუმ 12 ცალი სამხედრო ტექნიკა

👉 შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში ოკუპანტების 9 შეტევა მოიგერიეს

👉 დამპყრობლები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვა და მიაღწიონ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - უკრაინის გენშტაბი

👉🎥 NYT რუსი სამხედროების მიერ ბუჩას მცხოვრებლების სიკვდილით დასჯის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს