მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები წარუმატებლად ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით - საბრძოლო რუკები

რუსული ჯარი

რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ჩატარება სცადეს, მაგრამ წარმატების მიღწევა ვერ შეძლეს. გარდა ამისა, შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით ჩაატარეს კონტრშეტევითი მოქმედებები ბახმუტის რაიონში, - ამის შესახებ RBC-Ukraine ომის კვლევის ინსტიტუტზე (ISW) დაყრდნობით იუწყება.

უკრაინის კონტრშეტევა აღმოსავლეთ ხარკოვსა და ლუგანსკის დასავლეთ რეგიონებში

რუსეთის ჯარებმა განაგრძეს სახმელეთო შეტევები სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით. უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინულმა ჯარებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები სტელმახივკაზე (სვატოვოს დასავლეთით 15 კმ) და ნოვოსელივკაზე (სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ) 22 და 23 იანვარს.

22 იანვარს გამოქვეყნდა საბრძოლო გეოლოკაციური კადრები, როგორ უტევს რუსული ჯარები ნოვოსელივკას მახლობლად უკრაინის პოზიციებს. რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ნოვოსელივკაში, სადაც უკრაინული ძალები ცდილობენ აღმოსავლეთით წინსვლას.

რუსეთის ჯარებმა განაგრძეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები კრემენაიას გარშემო დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად. გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინელმა ჯარებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები კრემენაიას დასავლეთით. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კრემენაიას მახლობლად რუსული ჯარები უკრაინული ძალებიდან 50-200 მეტრში პოზიციებს იკავებენ.

ამავე ცნობით, რუსული ჯარები იკავებენ პოზიციებს კრემენაიას ჩრდილო-დასავლეთით. რუსი „ბოევიკები“ აცხადებდნენ, რომ რუსული ძალები აქტიურობდნენ მაკიივკას ხაზის გასწვრივ კრემენაიას ჩრდილო-დასავლეთით მთელი დღის განმავლობაში 22 იანვარს და აცხადებდნენ, რომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებმა დაიპყრეს სამი უკრაინული დასაყრდენი კრემენაიას მახლობლად დაუზუსტებელ რაიონებში. გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ჯარები იბრუნებენ პოზიციებს ბილოგორივკას მახლობლად, კრემენაიას სამხრეთით დაახლოებით 10 კილომეტრში.

22 და 23 იანვარს უკრაინის ჯარებმა HIMARS-ით დარტყმები განახორციელეს ლუგანსკის რეგიონში რუსების კონცენტრაციის უბნებზე. ეგრეთ წოდებული ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის პოლიციამ გამოაცხადა, რომ უკრაინის ჯარები თავს დაესხნენ კადიივკას. უკრაინის ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგი ბრაჩუკმა აღნიშნა, რომ ერთი დარტყმა მიაყენეს მანქანების სარემონტო ქარხანას, რომელსაც ჩეჩნური ძალები იყენებდნენ საავადმყოფოდ.

ბრძოლები დონბასში

22 და 23 იანვარს რუსეთის ჯარებმა განაგრძეს სახმელეთო შეტევები ბახმუტის გარშემო. უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინელმა ჯარებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები ბახმუტზე. ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ ვაგნერის ჯგუფის ძალები მოქმედებდნენ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით კლიშჩიივკას რაიონში. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით,  უკრაინული ძალები აკონტროლებენ ბახმუტის დიდ ნაწილს და წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებენ, რათა დაიბრუნონ დაკარგული მიწა ამ ტერიტორიაზე. რუსი სამხედროები აცხადებდნენ, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის ძალები მიიწევენ ურბანულ რაიონებში ბახმუტის აღმოსავლეთ და სამხრეთ გარეუბანში. 22 იანვარს გამოქვეყნებული საბრძოლო გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ოპიტნეს ჩრდილოეთი ნაწილი ბახმუტის სამხრეთ გარეუბანში.

რუსეთის ჯარებმა განაგრძეს სახმელეთო შეტევები დონეცკის დასავლეთ გარეუბანზე 22 და 23 იანვარს. 20 იანვარს გამოქვეყნებული საბრძოლო გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ რუსული ჯარები ოდნავ წინ წავიდნენ ვოდიანის აღმოსავლეთით. რუსმა სამხედრო ბლოგერმა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ნაჩვენებია სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს მარიინსკის მიმართულებით 23 იანვარს. რუსი „ბოევიკები“ განაგრძობდნენ მტკიცებას, რომ რუსული ჯარები მარინკას დასავლეთ ნაწილზე კონტროლისთვის იბრძოდნენ.

22 და 23 იანვარს, დასავლეთ დონეცკსა და აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს რაიონებში რუსეთის ძალებს არ განუხორციელებიათ სახმელეთო დარტყმები. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ჯარები აწარმოებენ თავდაცვით ოპერაციებს ამ ტერიტორიაზე. რუსეთის ჯარებმა განაგრძეს დარტყმები დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით და ზაპოროჟიეს რეგიონის აღმოსავლეთით საკონტაქტო ხაზის გასწვრივ.

სამხრეთის მიმართულება

რუსეთის ჯარებმა, სავარაუდოდ, ბოლო 72 საათის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს ზაპოროჟიეს რეგიონში. რუსეთის ძალებს არ მიუღწევიათ წარმატებისთვის. 23 იანვარს უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ რუსულმა ჯარებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ზაპოროჟიეს რეგიონში, მაგრამ არ დააკონკრეტეს, მიაღწიეს თუ არა რუსეთის ჯარებმა წარმატებას.

22 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში შეტევითი ოპერაციების დროს უცნობმა ქვედანაყოფებმა უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს, მაგრამ დეტალები არ მოგვაწოდეს. 

რუსული წყაროები აცხადებენ,  რომ რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, 23 იანვრის მდგომარეობით, ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე რაიმე ტერიტორია არ დაუკავებიათ. 

ცნობილი რუსი სამხედრო ოფიცერი იტყობინება, რომ 23 იანვრის მდგომარეობით, უკრაინული ძალები გადაჯგუფდნენ და დაიკავეს ნოვოდანილივკას ხაზი. სხვა რუსი სამხედრო ბლოგერები იტყობინებოდნენ, რომ რუსულმა ძალებმა დაიწყეს დაბომბვა ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზის გასწვრივ. უკრაინის ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება, რომ რუსულმა ძალებმა დაბომბეს რამდენიმე სოფელი, რომლებიც როგოვის თქმით, რუსულმა ძალებმა დაიპყრეს. უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსული ჯარები თავდაცვაზე იმყოფებიან ზაპოროჟიეს რეგიონში.

რუსეთის ძალებს არ მიუღწევიათ მნიშვნელოვანი პროგრესი ბახმუტთან, მიუხედავად იანვრის შუა რიცხვებში სოლედარზე წინსვლისა. ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის გარდაუვალი ალყა ან ბახმუტის დაკავება ნაკლებად სავარაუდოა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა იტყობინება, რომ უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს სამოქალაქო ნავი, რუსული დივერსიული სადაზვერვო ჯგუფით. რუსმა სამხედრო ბლოგერმა აღნიშნა, რომ 21 იანვარს რუსულმა ჯარებმა დაამარცხეს უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მოსკოვის  ცენტრში  უკვე განთავსებულია სამი საზენიტო კომპლექსი Pantsir-S1 - RBC-Ukraine

✔️ „ფინეთი და შვედეთი მზად არიან ალიანსს შეუერთდნენ“ - შეერთებული შტატების პასუხი ერდოღანს

✔️ უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება „გლობალურ კატასტროფას“ გამოიწვევს - ვიაჩესლავ ვოლოდინი

✔️ დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება - არესტოვიჩი

✔️ რუსეთს ჯარის 1.5 მილიონ სამხედრომდე გაზრდა, სავარაუდოდ, გაუჭირდება - ბრიტანული დაზვერვა