მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები უფრო დაუცველები ხდებიან სვატოვოს მახლობლად - ბრიტანული დაზვერვა

სამხედროები

რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქის სვატოვოს რაიონში სულ უფრო დაუცველი ხდებიან. ამავდროულად, სარდლობას სურს, შეინარჩუნოს კონტროლი ქალაქზე, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

დაზვერვის თანახმად, სვატოვოს გარშემო ინტენსიური საარტილერიო სროლები ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. 

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ რუსული ძალები აშენებენ თავდაცვით პოზიციებს, რომლებიც ნაწილობრივ დაკომპლექტებულია ცუდად გაწვრთნილი მობილიზებული რეზერვისტების მიერ სვატოვოს გარშემო, ლუგანსკის რეგიონში. 

„სვატოვოს სექტორი, სავარაუდოდ, ახლა რუსული ძალების უფრო დაუცველი ოპერატიული ფლანგია“, -  ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.

ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, განიხილავენ სვატოვზე კონტროლის შენარჩუნებას პოლიტიკურ პრიორიტეტად, რადგან ის საკმაოდ დიდი ქალაქია ლუგანსკის რეგიონში.

„ამავდროულად, მეთაურებისთვის, ალბათ, საკმაოდ რთულია საიმედო თავდაცვის შენარჩუნება, ასევე, მეთაურები ცდილობენ დონეცკის სამხრეთით შეტევითი ოპერაციების რესურსის მოპოვებას“, - აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.

დაზვერვა დასძენს, რომ რუსეთის როგორც თავდაცვითი, ასევე, შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეფერხებულია საბრძოლო მასალისა და გამოცდილი პერსონალის მწვავე დეფიციტით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა სვატოვოში და ოკუპანტის თავდასხმები დონბასში - საბრძოლო რუქები

👉 მძიმე ბრძოლები ლუგანსკის ოლქში - უკრაინელებმა რუსული ჯარების კოლონა გაანადგურეს

👉 ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა 12 დასახლება გაათავისუფლეს

👉 პუტინმა აღიარა, რომ რუსების უმრავლესობა აღარ ენდობა კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ISW

👉 უკრაინაში ფსკოვის მედესანტეების ოფიცერი გაანადგურეს