მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსებმა ტაქტიკური უპირატესობა დაკარგეს და წინსვლის ტემპი შეანელეს“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი იუწყება, რომ უკრაინაში შეჭრის მეექვსე დღეს რუსმა ოკუპანტებმა ტაქტიკური უპირატესობა დაკარგეს და წინსვლის ტემპი შეანელეს. 

„მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ აწარმოებს სისხლიან ომს რუსეთის ფედერაცია, აგრესორი სახელმწიფო უკრაინის წინააღმდეგ იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციას. რუსი დამპყრობლები მშვიდობიანი მოსახლეობის წინ მშვიდად გამოჰკრავენ ჩახმახს თითს, რაც მათ სამხედრო დამნაშავეებად აქცევს“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგრესორს ისეთი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ შეტევის გასაგრძელებლად იგი იძულებულია, ხელახალი მობილიზება მოახდინოს. 

„მტერმა დაკარგა ტაქტიკური უპირატესობა და შეანელა წინსვლის ტემპი. სამწუხაროდ, დღეს ჩერნობილის მიმართულებით სასტიკი ბრძოლის დროს დაიჭრა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 36-ე არმიის შტაბის უფროსი“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣 კადიროვის ჯგუფი, რომელსაც ზელენსკის ლიკვიდაცია ევალებოდა, განადგურდა - ოლექსი დანილოვი

📣 ელჩის გაწვევა არის იმის წინაპირობა, რომ მთლიანად დასავლეთმა საქართველოსთან ურთიერთობა გაყინოს - გია ხუხაშვილი

📣 „დაგვსაჯეთ! საშიში არაფერია“ - დიმიტრი პესკოვი აშშ-სა და ევროკავშირს

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „დადგა დრო, ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დავაბრუნოთ“ - სერგეი ლავროვი

📣 პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა