მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი გაზრდის საარტილერიო დარტყმების რაოდენობას, რათა განაახლოს შეტევა დონბასში - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთი გაზრდის საარტილერიო დარტყმების რაოდენობას, რათა განაახლოს შეტევა დონბასში

კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, დაახლოებით 3 500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის წინსვლის დროს, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს  დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის ჯარებმა შესაძლოა მიმართონ კიდევ უფრო ხშირ საარტილერიო დაბომბვას.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში დაზიანებული შენობების 80% საცხოვრებელი შენობებია.

„ამ ზიანის მასშტაბები მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე გამოიყენოს არტილერია დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ, გარჩევის ან პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით. უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ის ცდილობს დაიბრუნოს იმპულსი დონბასში წინსვლისას“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

დაზვერვის თქმით, რუსეთი, უწესრიგო საარტილერიო დაბომბვას, სავარაუდოდ, სამიზნის აღქმადობის შეზღუდული შესაძლებლობის გამო მიმართავს და ასევე იმის გამო, რომ არ სურს გარისკოს საბრძოლო თვითმფრინავების ფრენა საკუთარი ფრონტის მიღმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არესტოვიჩმა განაცხადა, როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად აქტიური კონტრშეტევისთვის

👉 კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

👉 შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ უკრაინა ყირიმისა და დონბასის აღებას შეძლებს

👉 უკრაინაში ბელორუსული ბატალიონის ასეულის მეთაური კასტუს კალინოვსკი გარდაიცვა

👉 ვაგრძელებთ იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას და ვაიძულებთ მოსკოვს, რეალობა გაიაზროს - პოდოლიაკი