მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებს - დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსეთი გენოციდს მიზანმიმართულად ახორციელებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. 

BBC-სთან საუბარში შმიგალმა თქვა, რომ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ეს არის გენოციდი უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან“.

შმიგალმა, ასევე, მოუწოდა დასავლეთს შეწყვიტონ რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა. მისივე განცხადებით, ეს ფული რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის დასაფინანსებლად გამოიყენება. 

„რუსეთის ბიუჯეტი არის ტერორიზმის ბიუჯეტი და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ეს სისხლიანი ფულია და ამ ფულს იყენებენ იარაღის შესაძენად, ამ იარაღით კი უკრაინელებს კლავენ“, - აცხადებს შმიგალი. 

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ბუჩასთვის ბრძოლის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები მასობრივად მოკლეს და აწამეს. მედიასაშუალებებით გავრცელებულ ფოტომასალებში ქუჩაში მიმოფანტული ცხედრები იყო ასახული. 

უკრაინის სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ბავშვები, ქალები, შემდეგ კი ისინი მოკლეს. რუსეთი აღნიშნულს უარყოფს და „კარგად დადგმულსა და ინსცენირებულ შოუს“ უწოდებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბუჩაში რუსმა აგრესორებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

📣  აშშ-მა სანქციები მოსკოვის მერსაც დაუწესა

📣 აშშ პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს ახალ სანქციებს უწესებს

📣 „ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში ამერიკულ მედიას ვადანაშაულებ“ - მარია ზახაროვა

📣 პუტინმა შესაძლოა, კვლავ სცადოს კიევზე თავდასხმა - CNN

📣 მთელი თქვენი ფული დასავლეთშია, ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება, მინდა არც რუსეთისთვის დაზოგოთ თანხა - კანდელაკი რუს ოლიგარქებს

📣 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

📣 „სასაფლაოზე რომ ვიქნები, იქიდანაც მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და სიგნალებს მოგაწვდით“ - ვლადიმერ ჟირინოვსკის ცნობილი ფრაზები

📣 ბელარუსში ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებიც რუსული ტექნიკის უკრაინაში გადასროლას ხელს უშლიდნენ