მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს ახალ სანქციებს უწესებს

რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი

ამერიკის შეერთებული შტატები სანქცირებულთა სიას აფართოებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

უფრო კონკრეტულად კი სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს შეეხება. 

სანქციების ახალი ნაწილი ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებზეც ვრცელდება. 

გარდა ამისა, მკაცრი ფინანსური სანქციები რუსეთის უმსხვილეს ბანკს Alfa Bank-სა და Sberbank-საც დაუწესდათ. ამასთან, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, Sberbank-ს სანქციები გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-მ ახლა სრულად დაბლოკა რუსული საბანკო სექტორის ორ მესამედზე მეტი. 

შეგახსენებთ, Sberbank-ი ფლობს რუსეთის მთლიანი საბანკო სექტორის აქტივების თითქმის მესამედს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

📣 „ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში ამერიკულ მედიას ვადანაშაულებ“ - მარია ზახაროვა

📣 პუტინმა შესაძლოა, კვლავ სცადოს კიევზე თავდასხმა - CNN

📣 მთელი თქვენი ფული დასავლეთშია, ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება, მინდა არც რუსეთისთვის დაზოგოთ თანხა - კანდელაკი რუს ოლიგარქებს

📣 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

📣 „სასაფლაოზე რომ ვიქნები, იქიდანაც მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და სიგნალებს მოგაწვდით“ - ვლადიმერ ჟირინოვსკის ცნობილი ფრაზები

📣 ბელარუსში ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებიც რუსული ტექნიკის უკრაინაში გადასროლას ხელს უშლიდნენ

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)