მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი შეჩერდება იქ, სადაც შევაჩერებთ, არ გამოვა ჩირგვში ჯდომა“ - ბორის ფილატოვი

დნიპროს მერი

„რუსეთი შეჩერდება იქ, სადაც შევაჩერებთ, არ გამოვა ჩირგვში ჯდომა“, - ამის შესახებ დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ მისთვის ძალიან ძნელია ახსნას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მიმართ. 

👉 თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი იქნება საქართველო - დნიპროს მერი

მისი თქმით, უკრაინელების გვერდით ბევრი ქართველი იბრძვის და იღუპებიან უკრაინისთვის, საქართველოსთვის.

„არ მინდა ჩავანაცვლო ჩვენი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება. ვისაუბრებ, როგორც კერძო პირი, უბრალოდ ადამიანი. ძალიან გულს მტკენს, როდესაც ვაკვირდები საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. საქართველო გახლავთ არა მხოლოდ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, არამედ ქართველები არიან ჩვენი ძმები და იცით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ქართველებისა იბრძვის უკრაინელების გვერდით, ეხმარებიან ჩვენს არმიას, იღუპებიან უკრაინისთვის, საქართველოსთვის.

ჩემთვის ძალიან ძნელია ავხსნა პოზიცია ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლებისა. შეიძლება ეს იყოს შიში, სურვილი, რომ სადღაც ჩირგვში ჩასხდნენ, შეიძლება ეს იყოს რაღაც ეკონომიკური შეთანხმებები, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ილუზია.

თუ ფიქრობენ, რომ სადღაც თავშესაფარში იჯდება საქართველოს ხელისუფლება თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო შემდეგი იქნება. თავშესაფარში, ჩირგვში ჯდომა არ გამოვა, ამიტომაც უნდა გაიგონ ჩემი ხმა და გაიგონ, რომ ეს არის ილუზია. რუსეთი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ იქ, სადაც შევაჩერებთ, არ გამოვა თავშესაფარში ჯდომა“, - აცხადებს  ბორის ფილატოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინელი სამხედროები თანდათან მიიწევენ წინ სვატოვოს მახლობლად, ხოლო რუსები ცდილობდნენ თავდასხმას ზაპოროჟიეს რეგიონში - საბრძოლო რუკა

✔️ რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში ფარული მობილიზაციისთვის ემზადება

✔️ „ტიკტოკის მეომრები“: რას აკეთებენ ჩეჩენი მეომრები უკრაინაში? - „ევრონიუსი“

✔️ მორავეცკის თქმით, ვარშავამ უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკები, შესაძლოა, გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს

✔️ ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება - არახამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე