მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს აგზავნის - „ნოვაია გაზეტა“

დაჯგუფება ჰეზბოლა

რუსული Wagner-ი სავარაუდოდ, უკრაინაში მებრძოლების გაგზავნასთან დაკავშირებით შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ოპოზიციური მედიასაშუალება „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს. 

მედიასაშუალება წერს, რომ მოლაპარაკებებზე „ვაგნერს“ ვინმე ალექსანდრე კუზნეცოვი წარმოადგენდა. 

შეხვედრა სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ შედგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში საბრძოლველად  „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს გაგზავნის, ხოლო უკრაინელების მკვლელობისთვის მებრძოლებს თვეში 1500 დოლარის გადახდას დაჰპირდნენ. 

„ნოვაია გაზეტა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰეზბოლას“ მებრძოლების უკრაინაში გაგზავნის პირველი ეტაპი 29 მარტს იგეგმება. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის „ჰეზბოლას“  ჰყავს 100 ათასი მებრძოლი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ის ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. 

1982 წელს დაარსების შემდეგ „ჰეზბოლამ“ თავი შეიარაღებულ პოლიტიკურ ძალად გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა - ანტონ გერაშჩენკო

📢 განადგურებულია 170 ოკუპანტი, 8 ტანკი და 17 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი

📢 კიევში ოკუპანტების დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ

📢 ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

📢 „ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უზენაესი მეთაურის დასახული მიზნები სრულად არ შესრულდება“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

📢 რუსეთმა ხერსონზე კონტროლი დაკარგა - The New York Times

📢 „უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“ - კულება ერდოღანის განცხადებაზე

📢 „ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია“ - ლუკაშენკო

📢 პუტინი მარტო დარჩა - ლავროვი დისტანცირებას ცდილობს - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი