მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია, გამარჯვება ჩვენი იქნება“ - რუსი დიპლომატი

ანატოლი ანტონოვი

რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი ვერ დამარცხდება. 

ანტონოვი დასავლეთს უკრაინისთვის გადაცემული იარაღის განადგურებით დაემუქრა და განაცხადა, რომ იარაღის გადაცემა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზრდას გამოიწვევს. 

„ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს: როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდოს ამერიკელებმა ან ნატომ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ჩვენი მიზანი უკრაინაში ნეონაცისტური რეჟიმის დამხობაა და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება, როგორც ძველად. უკრაინის იარაღით მომარაგება მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზრდას გამოიწვევს და დამატებით სირთულეებს შექმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია, გამარჯვება ჩვენი იქნება“, - განაცხადა ანტონოვმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ირანში კაცს, რომელმაც 17 წლის ცოლს თავი მოჰკვეთა, 8 წელი მიუსაჯეს

✔️ ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

✔️ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 200 ერთეულ ჯავშანტექნიკას მიაწვდის

✔️ ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე - გერმანიის ფინანსთა მინისტრი