მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ს პირობებს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს, შეერთებული შტატებიც მიაწვდის. 

გერმანიას, პოლონეთის გარდა, სხვა ევროპულმა ქვეყნებმა, როგორიცაა ლიეტუვა, მოუწოდეს უკრაინას სწრაფად მიაწოდოს საბრძოლო ტანკები.

შოლცმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში გაეგზავნა დაახლოებით 40 Marder ქვეითი საბრძოლო მანქანა მას შემდეგ, რაც აშშ უკრაინას დაჰპირდა ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების მიწოდებას.

ევროპარლამენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდებს, შესაძლებელი გახადოს უკრაინისათვის Leopard-ის ტანკების მიწოდება.

მედიის ცნობით, ნატოს მოკავშირეები ცდილობდნენ თავიდან აიცილონ რუსეთის პირდაპირ დაპირისპირების რისკი და თავი შეიკავონ უკრაინაში ყველაზე ძლიერი იარაღის გაგზავნისგან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „მათ არ ეშინიათ დასჯის“ - ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში პუტინს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ

✔️ აშშ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას გეგმავს, რომელშიც „სკაილერის“ ტიპის საბრძოლო მანქანებიც შევა - CNN 

✔️ რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება - ანჯეი დუდა

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას სოლედარის მახლობლად და ემზადებიან გადამწყვეტი შეტევისთვის ლუგანსკის ოლქში - საბრძოლო რუკა

✔️ „საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი