რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მარიუპოლში ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის ათასმა უკრაინელმა მებრძოლმა დატოვა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, „სულ 959 ბოევიკი ჩაბარდა“, მათგან 51 საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას და გაგზავნეს ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში.
აღსანიშნავია, რომ რუსი დამპყრობლები „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციის პროცესს დანებებას უწოდებენ, ხოლო უკრაინული მხარე ამას მიიჩნევს მარიუპოლის გარნიზონის გადარჩენის ოპერაციად, სამხედრო პერსონალის გაცვლით.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „კანადამ პუტინსა და მის თანამოაზრეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა“ - მარკ მენდიცინო
👉 რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში პუტინის რეჟიმის დამხობის საფრთხის გამო შეიჭრა - უკრაინული მედია