მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კრამატორსკზე იერიშში რუსულ არმიას მონაწილეობა არ მიუღია

კრიმატორსკის სადგური

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს კრამატორსკზე სარაკეტო შეტევა არ განუხორციელებია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ქალაქ კრამატორსკში ცეცხლის გახსნის მისიები არ ჰქონდათ დაგეგმილი.

„8 აპრილს, კიევის ნაციონალისტური რეჟიმის წარმომადგენლების ყველა განცხადება, ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე რუსეთის სავარაუდო „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ არის პროვოკაცია და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქალაქ კრამატორსკში ცეცხლის გახსნის მისიები არც ჰქონიათ და არც იყო დაგეგმილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე თქმით, რაკეტები, „რომლის ფრაგმენტებიც კრამატორსკის რკინიგზის სადგურთან იპოვეს და გამოაქვეყნეს“ მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოიყენება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გაერთიანებულმა სამეფომ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

➖ მიხაილო პოდოლიაკი: მოსკოვთან ნებისმიერი დროებითი ზავი ომის მომავალში გადადებას ნიშნავს

➖ მნიშვნელოვანია სანქციების შესაბამისობაში ყოფნა, რადგან ეს აიძულებს პუტინს ომი შეაჩეროს - კელი დეგნანი

➖ მოსკოვი საქართველოს რუსეთისკენ „საეჭვო კოღოების“ გაშვებაში ადანაშაულებს

➖  „დიდი ბრიტანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებული არ უნდა იყოს“ - ბორის ჯონსონი

➖ უკრაინაში 1611 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

➖ ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ევროთი გაზრდის - შარლ მიშელი

➖ რუსული ძალები ომის დანაშაულს სჩადიან, რუსეთის ადგილი  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის - ჯო ბაიდენი

➖ აშშ უკრაინას დიდი მოცულობით სტინგერებს, ჯაველინებს და დრონებს უგზავნის