მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა​ სევეროდონეცკში BMP-T Terminator-ი განალაგა - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთმა​ სევეროდონეცკში BMP-T Terminator-ი განალაგა

რუსეთმა ჯავშანტექნიკა სახელად „BMP-T Terminator“, სავარაუდოდ, სევეროდონეცკის რეგიონში, დონბასზე შეტევის ფარგლებში გაგზავნა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ამ შეტევაში „ძალების ცენტრალური ჯგუფი“ ჩართულია - ერთადერთი ფორმირება, რომელიც ამ სამხედრო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება.

„ძალების ცენტრალურმა ჯგუფმა“ ადრე მძიმე დანაკარგები განიცადა, როდესაც აღმოსავლეთ კიევში შეჭრის პირველ ეტაპზე გარღვევა ვერ შეძლო“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

დაზვერვის ოფიცრების თქმით, სევეროდონეცკის ტერიტორია რჩება რუსეთის ერთ-ერთ ტაქტიკურ პრიორიტეტად.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი ემზადება ხერსონის ოლქის დასაკავებლად - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერად დაარტყეს ოკუპანტებს - განადგურდა მინიმუმ 12 ცალი სამხედრო ტექნიკა

👉 შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში ოკუპანტების 9 შეტევა მოიგერიეს

👉 დამპყრობლები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვა და მიაღწიონ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - უკრაინის გენშტაბი

👉🎥 NYT რუსი სამხედროების მიერ ბუჩას მცხოვრებლების სიკვდილით დასჯის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს