მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„რუსეთს რაკეტების მარაგი ეწურება, ამიტომ სხვა სცენარისთვის ინახავს“ - იური იგნატი

იური იგნატი

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს უკვე ეწურება რაკეტების მარაგი. ამიტომ, ახლა რაკეტები სხვა სცენარებისთვის ინახება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„პენტაგონის მონაცემებით, 900-ზე მეტი რაკეტა უკრაინაში უკვე გასროლილია. მიუხედავად იმისა, რომ მათ, რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული ლიმიტი, დაზვერვის ცნობით, რაკეტები უკვე იწურება, რუსები ინახავენ მათ სხვა სცენარისთვის“, - განაცხადა იგნატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 მარტს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კიევის რეგიონში რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს. მტრის თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის ფედერაციის სულ მცირე 14 საჰაერო სამიზნე, მათ შორის შვიდი თვითმფრინავი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს - აშშ-ის ოფიციალური პირები

📣 „ორით ნაკლები ქართველი“ - ირაკლი ოქრუაშვილი

📣 „მესმის ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს“ - იენს სტოლტენბერგი

📣 „რუსეთმა ამოწურა ადამიანური რესურსი და უკიდურეს ზომას მიმართავს“ - უკრაინის გენშტაბი

📣 ჩინეთი „მშვიდად“ შორდება იზოლირებულ რუსეთს - CNN

📣 რა სურს პუტინს და დაასრულებს თუ არა რუსეთი ომს?

📣  რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი