მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი

„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს - ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს. ჩვენ არ ვუერთდებით ამ კონფლიქტს. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ ვაპირებთ თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფენ.

„ნატო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ნატოს მოკავშირეებმა რუსეთს მძიმე ხარჯები დააკისრეს უკრაინაში მისი სრულიად გაუმართლებელი და დაუფიქრებელი შეჭრისთვის. 

ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას: მატერიალურს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას, ჰუმანიტარულ დახმარებას და, ასევე, ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

იხილეთ აგრეთვე:

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „დადგა დრო, ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დავაბრუნოთ“ - სერგეი ლავროვი

📣 პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

📣 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი

📣 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი

📣 უკრაინა არ აპირებს კრემლის ულტიმატუმების განხორციელებას - დმიტრო კულება

📣 „დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები“ - პენტაგონი პუტინის მუქარას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ