მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ვერ წაშლის უკრაინას მსოფლიო რუკიდან - ფონ დერ ლაიენი

 ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინაში, რომელიც გაბედულად იბრძვის ძირითადი ევროპული ღირებულებებისთვის, იბადება მთელი ევროპის მომავალი და პუტინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ წაშლის უკრაინას მსოფლიო რუკიდან, - ამის შესახებ დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„პუტინს სურდა უკრაინის რუკიდან წაშლა. მაგრამ ის აშკარად ვერ მიაღწევს წარმატებას. პირიქით, უკრაინას აქვს მოტივაცია და გამბედაობა, ასევე, ერთიანობა. სანქციებით ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვართმევთ დივერსიფიკაციისა და მოდერნიზაციის უნარს. გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ, ასევე, უნდა შევქმნათ პირობები უკრაინის წარმატებისთვის ომის შემდეგ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉შოიგუს თქმით, მარიუპოლს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ

👉„მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“ - დუმის დეპუტატი ევროკავშირს

👉ევროკავშირი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

👉„სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა