2 თვიანი პროტესტის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადახედავენ ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავის დაფარვას, ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.
ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა აღნიშნა, რომ „პარლამენტიც და სასამართლო სისტემაც მუშაობენ [საკითხზე] იმის შესახებ, სჭირდება თუ არა კანონს რაიმე ცვლილება. მიმომხილველი ჯგუფი ოთხშაბათს შეხვდა პარლამენტის კულტურის კომისიას და შედეგებს იხილავთ ერთ-ორ კვირაში“.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციები დაიწყო 16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ქურთული წარმოშობის 22 წლის ირანელი მაჰსა ამინი გარდაიცვალა, რომელიც ირანის ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „საშინელი სისუსტე აქვს, პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
👉 „ეს არის რუსეთის რეგიონი“ - დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა
👉 უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ათ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა
👉 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა