მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზღვაო ქვეითების მეთაური, რომელსაც ოდესა შტურმით უნდა აეღო, გაანადგურეს

ტანკი

უკრაინაში რუსების საზღვაო ქვეითთა ​​ბრიგადის მეთაური გაანადგურეს. ამის შესახებ Rbc-ukraine ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერის სერგეი ბრაჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მას და მის შენაერთს დავალება ჰქონდათ, რომ ოდესა მალე შტურმით უნდა აეღოთ. 

„რუსეთის საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს. ასე იქნება ყველასთან, ვინც უკრაინელი ქალების გაუპატიურებას ცდილობს. ვინც ჩვენი შვილების მოკვლას ცდილობს. მათთვის პატიება არ იქნება“, - განაცხადა სერგეი ბრაჩუკმა.

გარდა ამისა, მანამდე, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ოდესაზე თავდასხმას ცდილობდნენ, ნიკოლაევთან და მარიუპოლთან გაანადგურეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია

📢 „პუტინის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

📢 კრემლის განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სახიფათოა - პენტაგონი

📢 უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა - ანტონიო გუტერეში

📢 კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა