მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს - The Insider 

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს, - ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების კოლონა მივიდა.

როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ.

მაგრამ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, არის თუ არა ელექტრობლოკი დანაღმული თუ ის უბრალოდ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის შესანახად გამოიყენება.

ამავე ცნობით, ატომურ ელექტროსადგურზე განთავსებულია 500-მდე ოკუპანტი, მათი ჯავშანტრანსპორტიორი, საზენიტო იარაღი და აღჭურვილობა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო