მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სჯობს მოკვდეს - პუტინის გარემოცვას მისი სიკვდილი სურს

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვას მისი სიკვდილი უნდა, - ამის შესახებ გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა განაცხადა. 

„ცოტა ხნის წინ, მე და ჩემმა კოლეგებმა მოვუსმინეთ პუტინთან ძალიან დაახლოებული ოლიგარქის საუბრის ჩანაწერს, რომელიც ეუბნება სხვა ოლიგარქს, რომ ჯობია მოკვდეს, რადგან მან დაგვანგრია. ანადგურებს უკრაინას, ის ანადგურებს რუსეთს. ასე ფიქრობენ ისინი და ასეც არის“, - განაცხადა გროზევმა.

მისი თქმით, პუტინის გარემოცვა განიხილავს გზებს მისი მკვლელობის და შესაძლო დამნაშავე ხდება ყველა გენერალი თუ პოლკოვნიკი, რომლის ძმისშვილიც კვდება ან უჩინარდება.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი რუსი ოლიგარქი განიხილავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციის შესაძლებლობას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️„ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასრულების ნიშნებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️უკრაინელებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს - უკრაინული მედია

✔️„რუსეთი ხერსონის ოლქში სამუდამოდ მივიდა“ - ანდრეი ტურჩაკი

✔️რუს გენერლებს უკრაინაში წარუმატებლობის გამო „წმენდის“ ეშინიათ და ერთმანეთს ადანაშაულებენ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

✔️დამპყრობლები სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ