მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ახლა უნდათ დასვენება, სახელმწიფო სამსახურის გარეთ დაისვენონ, ოფიციალური პირები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ წასვლას შვებულებაში - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა, რომ საომარი მდგომარეობის დროს საჯარო მოხელეებს უკრაინის გარეთ გამგზავრება მხოლოდ მივლინებით შეეძლებათ.

„არსებობს ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ფუნდამენტური გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. ეს ეხება სამართალდამცავებს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებს და ყველას, ვინც სახელმწიფოსთვის უნდა იმუშაოს. თუ ახლა უნდათ დასვენება, სახელმწიფო სამსახურის გარეთ დაისვენებენ. ოფიციალური პირები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ წასვლას შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ამ მიზეზით უკრაინაში რამდენიმე თანამდებობის პირმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ომის დროს ესპანეთში დასვენების გამო უკრაინის გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

👉 რუსეთში სამობილიზაციო მომზადების სისტემა სრულად არ იყო ადაპტირებული თანამედროვე რეალობებთან - რუსეთის არმიის შტაბის უფროსი

👉 „ტანკებთან დაკავშირებით, დარჩენილია უკანასკნელი ნახევარი ნაბიჯი“ - დმიტრო კულება

👉 პენტაგონი: ბრედლის პირველი ქვეითი საბრძოლო მანქანები უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩავა

👉 ნატო არასდროს ყოფილა ისე გაერთიანებული, როგორც ეს უკრაინაში ომის დროს მოხდა - ჯონ კირბი