მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის იმპულსი უკრაინაში შენელდა, მაგრამ კონფლიქტი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია - პენტაგონი

პენტაგონის ლოგო

„რუსეთი იმაზე მეტ წინააღმდეგობას ხვდება უკრაინული ძალების მხრიდან, ვიდრე ამას ელოდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ჯერ კიდევ აქვს გამოუყენებელი საბრძოლო ძალა. პუტინის მიზანი უფრო ნელა პროგრესირებს, ვიდრე რუსეთის მთავრობა მოელოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. 

„რუსებმა იმპულსი დაკარგა. ისინი არ მიიწევენ წინ ისე სწრაფად, როგორც ჩვენ ვფიქრობდით, რომ ისინი გეგმავდნენ“, - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

„ამის კარგი მაჩვენებელია, რომ არცერთი დასახლებული პუნქტი არ არის აღებული“, - დასძინა მან.

ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა მანამდე დაგროვილი ძალების მხოლოდ მესამედი გამოიყენა, რაც 175 000 ჯარისკაცს აღემატება - რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს „დიდი ძალაუფლება“.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 ჩამოგდებული 6 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის ერთი სუ-35 უკრაინელი პილოტის ანგარიშზეა

📢 საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა

📢 ქვეყანა 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს