მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა ქალაქი ხერსონი აიღეს და ნიკოლაევისკენ გაემართნენ

ხერსონი

„ნიკოლაევში მტრის დესანტი საცხოვრებელ უბნის გარშემო ხიდის აღების მიზნით დაეშვა, თუმცა დესანტი ლიკვიდირებულია“, - ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა Telegram-ში გაავრცელა.

თვითმხილველების თქმით, ნიკოლაევის გემთმშენებელი ქარხნის ირგვლივ გარკვეული დროის განმავლობაში სროლები ისმოდა. ახლა ადგილზე სიმშვიდეა.

ხერსონში რუსულმა ჯარებმა შეძლეს შეიარაღებული ძალების გარღვევა და ანტონოვის ხიდის დაკავება. ბრძოლა გრძელდება, უკრაინელი ჯარისკაცები არ ნებდებიან. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაცია ფეისბუქზე იტყობინება.

„იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ხერსონის გარეუბანში სასტიკი ბრძოლის შემდეგ, უკრაინის არმიის თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, დავკარგეთ კონტროლი ხერსონის მონაკვეთზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენადი ლაგუტას განცხადებით, მტერმა ქალაქზე კონტროლი მნიშვნელოვანი ძალისხმევით და დანაკარგებით მოიპოვა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 რუსეთის იმპულსი უკრაინაში შენელდა, მაგრამ კონფლიქტი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია - პენტაგონი

📢 ჩამოგდებული 6 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის ერთი სუ-35 უკრაინელი პილოტის ანგარიშზეა

📢 საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა

📢 ქვეყანა 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს