მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს. ზელენსკი TWITTER-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. 

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭიროთ მხარი! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

ცნობისთვის, ზელენსკი თბილისში, საქართველოს პარლამენტთან გამართულ სოლიდარობის ფართობასშტაბიან აქციას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 რუსეთის იმპულსი უკრაინაში შენელდა, მაგრამ კონფლიქტი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია - პენტაგონი

📢 ჩამოგდებული 6 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის ერთი სუ-35 უკრაინელი პილოტის ანგარიშზეა

📢 საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა

📢 ქვეყანა 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს