მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები კიევის რაიონ ივანკოვს ბომბავენ (ვიდეო)

რუსები ივანკოვს ბომბავენ

ოკუპანტები კიევის რაიონ ივანკოვს ბომბავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, არის მსხვერპლი. 

„კიევის რეგიონში ამჟამად რამდენიმე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვიცით, რომ კიევი არის ვლადიმირ პუტინის მთავარი მიმართულება. ახლა კი კიევის რეგიონის ქალაქი ივანკოვი ცეცხლის ქვეშაა. ამ ქალაქში ხანძარია, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, - განაცხადა დენისენკომ.

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს საშიშროება, რომ  ჭურვები მაგისტრალურ გაზსადენს მოხვდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ევროპისკენ გაზის ტრანზიტის შეწყვეტა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაზსადენები შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მიზანი, რათა უკრაინა ცუდ სატრანზიტო ქვეყნად აქციოს“, - დასძინა მან.

 

იხილეთ აგრეთვე:

📢 საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა

📢 ქვეყანა 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს