მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე აქ ვარ, იარაღს არ დავდებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება (ვიდეო)

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტელეგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს. თითქოს ჯარს მოუწოდებს იარაღის დაყრისკენ.  ზელენსკის თქმით, იარაღის დადებას არ აპირებენ და ბოლომდე დაიცავენ სამშობლოს. 

„დილა მშვიდობისა, უკრაინელებო. ახლა სოციალურ ქსელში ბევრი ყალბი ინფორმაცია გაჩნდა, თითქოს მოვუწოდებ ჩვენს ჯარს იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია.

ასე რომ, მე აქ ვარ, იარაღს არ დავდებთ. დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან ჩვენი ბრძოლა არის ჩვენი სიმართლე, ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები და ჩვენ დავიცავთ ყველაფერს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

იხილეთ აგრეთვე:

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს

📢 რუსებმა ქალაქი ხერსონი აიღეს და ნიკოლაევისკენ გაემართნენ

📢 რუსები კიევის რაიონ ივანკოვს ბომბავენ (ვიდეო)

📢 „შესაძლოა, ეს იყოს ბოლო ღამე, როდესაც ცოცხალს მხედავთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი