მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ბიოიარაღს ქმნიან, რომელიც ქალთა რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოქმედებს - როგოზინი

დიმიტრი როგოზინი

უკრაინაში ამერიკელები ქმნიან იარაღს, რომელიც ზოგიერთი ეროვნების ქალების რეპროდუქციულ ფუნქციებსა და იმუნიტეტზე მოქმედებს. ამის შესახებ „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა. ინფორმაციას business-gazeta.ru იუწყება. 

„ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისთვის უკვე საიდუმლო არ არის, რომ პენტაგონის მიერ ჩატარებული ამ ბიო ექსპერიმენტების მიზანი, რომლებიც უკრაინელებზე და სხვა სლავებზე ტარდება, არის „ეთნიკური იარაღის“ შექმნა, რომელიც რუსეთის ფედერაციის რუსი ეროვნების მოსახლეობის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“, - ამბობს როგოზინი.

მისი თქმით, ეს იარაღი გარკვეული ეროვნების ქალების რეპროდუქციულ ფუნქციაზე და იმუნიტეტზე მოქმედებს, რაც იწვევს „ალერგიას ტრადიციული კერძების მიმართ და ისეთი დაავადებებს, რომლებიც ერის იმუნიტეტის დაქვეითებას და ომის გარეშე მის მოსპობას იწვევს“, - ამბობს როგოზინი. 

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ აშშ-ის დაფინანსებით უკრაინის ბიო ლაბორატორიებში ისეთი ინფექციები იქმნებოდა, რომელთა გადატანა შემდეგ რუსეთში ფრინველების და ღამურების მეშვეობით ხდებოდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელი სპეციალისტები ცდილობენ ისეთი ბიოაგენტების შექმნას, რომელიც ამორჩევით გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს მიაყენებს ზიანს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 უკრაინელმა მათემატიკოსმა, რომელსაც რუსეთის დატოვების საშუალება არ მისცეს, თავი მოიკლა

📢 პუტინმა ტაქტიკა შეცვალა... სურს აიძულოს კიევი სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები დათმოს - WSJ

📢„პუტინს ჰგონია, რომ აერთიანებს რუსეთს მოსკოვის ქვეშ, მაგრამ სინამდვილეში ერთიანდება ძველი რუსეთი კიევის გარშემო“ - კახა გოგოლაშვილი

📢 კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია

📢 ჩინეთი „მშვიდად“ შორდება იზოლირებულ რუსეთს - CNN

📢 რა იყო რუსეთის სამხედრო შეცდომები?

📢 უკრაინელმა სამხედროებმა რუსი მედესანტეების რაზმი გაანადგურეს